დაბადებული
მიქაელი ვარ, ვარ ცაზე მეტი, დაჟანგდა ჩემი თეთრი ფრთა გვიან. ამოტვიფრული თავზე — 13, ტატუ კი არა, სარკოფაგია! ყველა აბსურდი თქვენთვის მითია, ბეტონის გულში ყვირის ქალა ქვით. თაგვები ქუჩებს ღამით ითვლიან, ნაგვის ურნებში სუნთქავს ქალაქი. მეტრო მიწის ქვეშ დროებს მიათრევს, ნეონი სახეს სისხლივით ღებავს. გვირაბის ბოლოს არის სინათლე — დაბადებისას ნაპოვნი დედა! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი