სატურნი


დედამიწა ზანზარებს! დედამიწა ზანზარებს!
ატომური ბომბებით და ქაოსით ნატურში.
გავფრინდები აქედან, ვით აღმდგარი ლაზარე,
დედამიწას ვივიწყებ — და ვიღვიძებ სატურნში!

აქ სხვა ცაა, სხვაცაა — ცა რგოლებად კიდია,
აქ ღმერთებიც დადიან, ჩუმად, ჩრდილში, ქვიშაზე,
მე ფეხქვეშ ვგრძნობ დროებს და აქ დროები დიდია,
ცის ზემოდან რგოლები მადგას, როგორც ნიშანი!

დედამიწა, ვხვდები, რომ სხვა სიზმარი ყოფილა,
აქ არ ისმის ომი და ვარ აღმდგარი ლაზარე.
ირგვლივ მხოლოდ ქარია — სიგიჟიდან მოვფრინავ,
ჩემში ჩუმად რჩენილი დედამიწა ზანზარებს...

მე ჯერ კიდევ ვუყურებ მას, თითქოსდა ვერ ვტირი,
ირგვლივ ვხედავ მეთანებს, ჰელიუმს და ამიაკს.
სიბნელეში დამთავრდა, როგორც ლურჯი წერტილი,
დედამიწა — ის უკვე უფეხებო სკამია.

ღრუბლიანი სამყარო, გიგანტური ექვსკუთხა,
თანამგზავრად დავისვი მთვარე, როგორც „ტიტანი“.
ქარიშხლების ხმა ისმის და მინდოდა მეკურთხა,
ჩემს უცხო არსებობას გარშემო რომ იტანენ!

დავწვი ძველი დროები, ველტვი მბჟუტავ ნათურებს,
რადგან ძილს მარადიულს აღვუდექი კაცურად.
წინ გაშლილი გზებია, გულისცემა ფათურობს,
და მე ჩრდილის სიჩქარით უსასრულოდ გავცურავ!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი