სიცარიელის ანიმაცია
ცავ, მარცვალ-მარცვალ ჩამოსიმინდი, დაღლილი ღმერთის კანი მაცვია. მარადისობავ, ჩემზე წინ მიდი, ხარ ჩემი ჩრდილის ანიმაცია! ღამე კედლებზე თეთრდება ნელა, მე ჩემს თავს ვკერავ დაკარგულ რითმად, და მზის ხორციდან წამოსულ მელანს ჩემი არყოფნა შეახო თითმა. სატელეფონო ხაზზე ჰკიდია... მზე და ქუჩები ყლაპავენ ჩიტებს. მე აღარა ვარ და სიმშვიდეა — სიცარიელე ყველაფერს იტევს. ქარები მდიან როგორც რუსთველი, მტკვარი ნამქერით იცვლის კალაპოტს, სიჩუმეს იტევს ყველა უთქმელი, ქარაფს ნაბადით მიჰყავს ალან პო. სინათლის ფუძე, ჩქაროსანივით — ასწრებს საკუთარ რელსებზე ლოდინს. როცა სიჩუმე ძვლებში ჩაივლის, მზე უჩემოდაც კვდება და მოდის. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი