ღმერთის ძვლების ქვეშ
სიკვდილი ტოვებს თავის საშინელს — აქ აღარ რჩება კაცში ადგილი. ეგე — მე სიკვდილს ვაცვამ სამშვინველს — და ღმერთს ვიხურავ მუზარადივით. ჩემს ჩრდილს სიღრმეში მოუწევს მალვა, ბეტონი ღმერთის ძვლებს იმეორებს, და ცარიელმა ათასმა თვალმა „ანტოან!“ — იცის ჩემი სახელი! გაჩერებული გზად მანქანები კუბოებივით ელიან მწვანეს. მე ჭრილობაში შემდის ქარები და ხორცის მზეში უჩუმრად მწვავენ! ბოლოჯერ ვსუნთქავ, ჩემო ანტოან — მე ღმერთის გარდა არ მრჩება ხელი. და საზღვრის იქით ახლა მარტოა ჩემი სული და წარწყმედილთმხსნელი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი