კუბო რომელიც ცას ხსნის


მე ვარ ის კაცი, სუნს რომ არ ვადებ
ჭრილობას — სული კიდევ თბილია.
ჩემს ჩრდილში ვცოცხლობ, „სულმოავადე“,
და ღმერთი კუბოს ესვრის ბილიარდს!

ლანდმავალია სული — სევდარი,
ხორციდან გარბის, თითქოს სულჭრილა.
დღეს ჩემი ტვინი არის ცხედარი,
და ჩრდილს ბავშვობა ჩიტად უჭირავს.

დაცემსვლას ვგრძნობ და ვხედავ ლანდსარჩოს;
მე ცა გამიღო კუბომ, თინათინ —
მკვდარი ბავშვობა წყალში დამახრჩობს;
ცა ჭრილობიდან რჩება — ჭრილნათი!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი