მოტეხილი სუნთქვა
კბილებით გავხსნი ცის ჩუმ საკეტებს, სულის სარკიდან, ჩრდილო, შენ გიშვებ! კუბო დაკეტეთ! კუბო დაკეტეთ! ცებო, შეგნიშნეთ! ხმაურით ძვლები, ცის ქვეშ, ყვავიან, მოტეხილ სუნთქვას მე ცას ვაყოლებ. ჩემი სიცოცხლე — თეთრი ყვავია! ჩემი სიკვდილი — არის საღორე! ხმას ვაძლევ იმას, ხმა რასაც არ აქვს, და ცა სისხლივით ჩამომდის პირში. ჯერ არ შობილ ხმას დუმილი ფარავს, პირში ჩამჯდარი ცა არის შიში! თავის ენაზე ცა კბილებს იკრეჭს, სისხლს მილევს ღმერთი, მზეს — ღმერთის ჩრდილხდილს. მე ყველას სიკვდილს სხეულით ვიჭერ და უზარმაზარ სიჩუმეს ვიხდი! მოტეხილ სუნთქვას მზეში გადავშლი, მომკლავს დუმილი — ღმერთო, ნუ ბოდავ! სიკვდილი სუნთქავს და, შიგადაშიგ, ცას ხვრეტს ჩემი ხმა, შიშის კუბოდან! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი