ავიტან


ღამე სამზე
ქალაქმა ფეხსაცმელები გაიხადა.

ქუჩები ფეხშიშველი დარჩნენ
და სახლებში შევიდნენ.

მე კი ვიჯექი
სკამზე,
რომელიც მხატვარს
ჯერ არ დაეხატა,
მაგრამ უკვე ახსოვდა:

შემინდე!

დილამდე
ჭაში ჩავედი.

იქ არც წყალი იყო,
არც სიბნელე.

მხოლოდ ჩემი ხმა,
რომელიც პირველად
ჩემს ნაცვლად ამბობდა:

ავიტან.

ამოვედი.

ქალაქი ისევ იქ იყო.

მაგრამ ქუჩებს
სხვა ფეხსაცმელები ეცვათ.

მე -
აღარ ვიყავი
ის კაცი,
რომელიც ღამით ჩავიდა.

ჩავიდა ის,
ვისაც ჩემ მაგივრად
უნდა ეცხოვრა.

მე კი -

ავიტან.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი