ასლმა რომ ორიგინალს ასწავლა


მიყვარს კომორები და მიყვარს მე თოვლი,
ვუყურებ ბონსაის ფანჯრიდან, ჰიროკო.
დღეს ქარებს გემო აქვთ საღეჭი მენთოლის,
ხეებმა ქარებით ფოთლები ილოკონ.

მოვიცვამ კომორებს სხეულზე შაგრენად,
დაფარავს ორიგამს ცისფერი თოვები.
ვიპოვნი ჩემს ადგილს — ჩუმსა და შავგვრემანს,
ორი გრამ სიცოცხლეს სჯობს გამოთხოვებით...

ნაღდს ჩემი ასლისგან მმართებდეს სწავლა მე,
რას ვიზამ, საგულე გამიხდა ოფორტის.
უაზრო თვალები დღითი-დღე მწამლავენ,
ხალხია რწმენაში შესული კომფორტი.

ასტკივდა ჩემს სურათს კვლავ გრეის მზერები,
და ღმერთის კომფორტში „მე“-ს კბილით ვეკავე.
დაჩირულ ცოდვების ბნელ გრეიზერებით
კვლავ თეთრი ყვავები სულს ამოკენკავენ.

ჩემს თვალებს ტბებიანს მოუნდათ „გრეი“ შვან,
გადაჰყვა ზამთარი ნასუსხარს ქარისას.
ჰიროკო, შენა ხარ ერთგული გეიშა,
ნამდვილი მანგა ხარ განსწავლულ ქალისა.

ჰიროკო, მე გავხლეჩ მზეს, როგორც ბერგამოტს,
და სისხლში ავიმღვრევ, უთუოდ, მეტადონს.
მე მზად ვარ წავაგო ეს ბრძოლაც შენს გამო
და ომის მოგებას ხელახლა ვეცადო...

უფალთან. არ მინდა მოძღვნილი ჟენშენი,
აქ ყველას ასლი აქვს — მკლავს მესა სიშავით.
ნიღაბი არ გინდა, შექმენი შენ შენი
გზა, ორიგინალი და შესანიშნავი!


მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი