ღმერთობის მკვლელი
მოვდივარ ძველი მზე-ეპოსიდან, შუმერულიდან, აქადურიდან, შეპყრობილობას სისხლივით ვზიდავ — ჩემივე სარკის ნაკადულიდან. ვებრძვი ხუმბაბას, ნიშნულს ენლილის, ცეცხლში გავდივარ, ვით ღმერთის ლოცვა, მე ჩემს ღმერთობას მოვჭრი მკვლელივით — ადამიანი მომაგნებს, როცა! ქვისფერს, დიდებულს, ვმართავდი — ურუქს, და მე ყოველთვის ვუარყოფ იშთარს. ვარ საკუთარი შიშების გურუ — და, როგორც მონა, ვმსახურობ შიშთან! და მე ვარ ღმერთი, ვარ ორ-მესამედ, ერთი-მესამედ — ადამიანი; მე მომესალმეთ! მე მომესალმეთ! ყველა უნაღვლო და ნაღვლიანი. მივდივარ ახლა უთნაფიშთიმთან, ენქიდუც ჩემთან ერთად ეშურის. მე დავამარცხე ყველა შიშის მთა, ყველა ნიღაბი გილგამეშური! მზის ხორცში, ჩრდილის მხუთავს ფითილი, სისხლით შესვრილი დრო დროს მაკია; და თავად ვხვდები — უთნაფიშთიმი, და ზეცა ჩემთვის ზოოპარკია! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი