იკაროსის ფსკერი
ფრთებგალღობილი დედალოსივით, ზღვის სიღრმეებში ვეძებ იკაროსს, დაღვრილი ცვილით, ცივად მოსილი — სადა ხარ ნეტა, ჩემო ცისკარო! მე უკვე აღარ მჯერა ამ ცების, არც იმ მზის, ფრთებს რომ ცაში გვპირდება; რადგანაც ჩვენ ვართ მხოლოდ კაცები — დანარცხებაა ჩვენთვის დიდება! ხელებით ვეძებ შენს ჩრდილს — ჩამდინარს, მე არაფერი არ მინდა ამ ცის. მე ყოველ ღამეს ფსკერზე ჩავდივარ, როგორც ცოდვაში ჩასული კაცი! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი