შენ აქ ხარ
შენ აქ ხარ, როცა არა ხარ სრულ დროს, ცოტაღა დამრჩა სულის გაჭრამდე. მსურს, ყველაფერი გავააფსურდო — ცოტას ვაჭარბებ! ან იქნებ ახლა სულაც არ ვაფრენ, რადგან აბსურდსაც სურს, ჰქონდეს ნიშა. თუ არაფერი ნიშნავს არაფერს, მაშ, შენი კოცნაც არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი ჰგავს ჰერმან ჰესეს — სიცარიელემ აზრს თავი მიჰყო. აქ ხარ, არავინ, და ზოგჯერ ესეც საკმარისია — აბსურდი იყოს! შენ აქ ხარ — და ღმერთს სიცილი მოსდის, საკუთარ ჩრდილს კი მარხავს შავ ქარით. მე მოვკვდი, მაგრამ ჩაის ვსვამ ცოდვით. ღმერთმაც მოსვა და მკითხა: შაქარი? ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი