მუხტი
მე მაინც შენს წინ ცოცხალი ვარ და სიკვდილს ვაჯერებ, რომ ჭამოს მუხტი. „მკერდიდან გული ამომივარდა, თუ საკუთარ გულს მე ამოვუხტი?“ მე გულს ვაყენებ, როგორც „ბუძილნიკს“, ამ გულის ფეთქვის მექას ძლივს ვკოცნი. გულს მუტაციას უქმნის ჰუძინი — ღმერთია ცუდი მექანიკოსი. ჩრდილი ავიღე იატაკიდან, როგორც შიმშილი და კატარაქტა. თუ შექმნილია ლომი კატიდან, დღეს ყველა ლომი კვლავ კატა გახდა. გული სავსეა სიმწრით, სიტკბოთი, ხორცის იატაკს დავარტყი ჩექმა და, თუ არ მითქვამს, მაინც ვიტყოდი: მუხტზე ლამაზი რა უნდა შექმნა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი