ცის ჭრილობა


ცამ მზეთა მიღმა ნამოს ასტრალი,
რომ სული შეხვდეს კვლავ თავის ფინას.
მზეთა ფერფლია ნამონასტრალი
და ცის ჭრილობა სისხლს დაეფინა.

და მწვანე ზვირთი, როგორც მაჟალო,
უტკბილესია გვამში სისხლივით.
დრო არის, გვამმა ფრთები გაშალოს
და დაიჭიროს ყველა მზის სხივი.

დრო ვერ შლის, რადგან დამწვარ ჰოლოკოსტს
დაჟანგული ფრთა მაღლა ვერ ფრინავს.
ზღვამ უნდა დროის გვამი მოლოკოს
და ღმერთის გვამი იგრძნოს დელფინმა!

გველმა დამალა თვითონ ევას შლა,
მე დავამარცხებ, ვიცი გველ-ევას.
თავისუფლება თითქოს მევაშლა
და დაჭერილი წამი მელევა.

წითელი მტვერი მოაქვს არმატანს,
რომ უსულო დრომ ჩემზე — თქვას მეფე!
უნდა იფეთქოს ჩემმა ტალანტმა —
ვხსნი ცის ჭრილობას და მზედ ვაფეთქებ!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი