შებრუნებული სამყარო


ღმერთს სახლში დარჩა ხამსინი,
ზეცა დაენგრა მანდარინს.
ჩრდილი სარკიდან დამცინის —

შენი ადგილი — მანდ არი!

ცამ ჩემი ჩრდილი დამალა,
ღმერთმა კი კარი ჩრდილს მისცა.
მისცა ჩრდილს კარი ღმერთმა და
დამალა ჩემი ჩრდილი ცამ.

ნემსით გავხვრიტე ვარსკვლავი
და ვეღარ იტევს ხმა ცინიზმს.
ღმერთმა გაუღო ქარს კარი —
სახლში ბრუნდება ხამსინი.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი