ერთ ფეხში
თითქოს სიცივე გვადგამდეს უღელს — მაგრამ არ ჰქონდეს ამის მოტივი. ახლა ორივე ერთმანეთს ვუბღვერთ, გაციებული ბეჰემოტივით. ქარმა დაღეჭა სამჯერ სამკაპა, არც საწყისი და არც ბოლო არ ჩანს. საათმა ყველა დრო გადაყლაპა და მერე ისევ მშიერი დარჩა! ზოგჯერ სიცივე სივრცე არაა — არის ადგილი ჩვენი მიზნების, რომელიც ყოველ ჩვენს მცდელობაზე კიდევ ცოტათი ზევით იზრდება. ამიტომ დავრჩით, აღარ წავედით, და ჩვენ — ფეხსაცმელს — გზის სუნი გვქონდა. ვიდექით ისე, როგორც ხავერდი, ორივე ჩვენგანს რომ ეკუთვნოდა. ფეხსაცმელივით სამშობლოს ვზიდავთ, ძირში მოგვეკრო სინდისის ხოჭო. დილამ გვიპოვა და ჩვენ ჩაგვიცვა — მას მერე დილა ცოტათი კოჭლობს. რადგან ეს ჩვენი დიდი სიმძიმე მხოლოდ ერთ ფეხში — მზემ ჩაიტანა! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი