სიგიჟე, რომელიც ცას კბილებით იჭერს


თვალებს ყოველდღე მიადევნებენ,
ჩვენს ბინძურ პირზე ლმობებს მობანილს —
სულში ჩაწნული დიადემები,
დაშლილ სურვილთა დიადობანი!

და როცა მთვარე სახეს მოიხსნის,
ღამე შიგნიდან გამოგვიცხადებს:
დრო არის, მიწის ღმერთი მოიხვნას,
მე ცის ღმერთები უნდა მიცავდნენ.

რადგან ვარსკვლავებს კბილებში ვიჭერ,
რომ ცა არ დამცდეს ჩემი ხორხიდან,
მილიარდი მზე უნდა შეეჭრას
ჩამქრალ თვალებში — ჩრდილს ამბოხიდან!

არსებები ვართ ჩვენ — სასაცილო —
და სიგიჟეს ვწერთ — აფექტს ქებები.
პოეზიაა დღეს, რასაც ცდილობს —
ცნობიერების აფეთქებებით!

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი