ვვარცხნი
თოვლის ქვეშ ფერთხავს ვარსკვლავებს ვარცხლი, და სული ღვთისკენ არ ემართება. მე ახლა ქვიან ბილიკებს ვვარცხნი — რა მემართება! რა მემართება! სიკვდილს შევეხე მე, როგორც საგანს, სიკვდილში მერე ცოცხლად შევძვერი. უსასრულობა ატეხავს განგაშს — რადგანაც შიგნით ყოფნა შევძელი! ვინ დაინახავს დღეს ჩემში შეშლილს, ნაყოფს ვუმღერი — დარდის მგოსანი. ყველა სიკვდილი დამწიფდა ჩემში — აპოკალიფსურ საზამთროსავით. ჩრდილი მომყვება ყოველთვის მარცხნივ და თითქოს ჩემი თმებიც თოვლდება. მე ახლა ქვიან ბილიკებს ვვარცხნი და უცხო სუნთქვა მიახლოვდება! მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი