მზესუმზირებმა ღმერთს უარი უთხრეს
მზეს თავს უხრიან მზესუმზირები, ვით ცის ქვეშ მდგარი ჩუმი ხატები. არც ამპარტავნულ სიტყვებს ითხოვენ, არც სხვის გულებში ჩრდილებს ხატავენ. ისინი დგანან მინდვრის ტაძრებად, ქარიც ვერ ართმევს რწმენის ფუძეებს; დროის წყვდიადში ქცეულ ხანძრებად — სამყაროს ნგრევას მაინც უძლებენ. ამიტომ მზისკენ — მზესუმზირები, ამიტომ ზეცას მიჰყვნენ სულები. ვინც სხვის წყვდიადში სანთლად აინთო, ნათებას გასცემს დაუსრულებლივ! და ნელა, ისევ ამაყად გაშლილს, მზე ეფერება შორიდან ბექობს; და რჩება მხოლოდ სინათლის კვალში — სიჩუმის ექო. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი