უკანასკნელი ადამიანი
უკანასკნელმა ადამიანმა დედამიწას ბოდიში არ მოუხადა, რადგან დედამიწას ბოდიში არ სჭირდებოდა; მან უბრალოდ მიწას ხელი დაადო, და პლანეტამ პირველად იგრძნო, რომ მისი მტერი აღარ არსებობდა. და როცა უკანასკნელი სუნთქვაც ქარს შეერია, დედამიწამ პირველად არ იტირა - მომავალი გააჩინა. ცარიელ ქალაქებში თესლებმა ერთმანეთის სიზმრები იპოვეს, და ოკეანემ ციდან ჩამოვარდნილ ერთ პატარა ჩრდილს სახელი დაარქვა. იმ წამს ადამიანი აღარ იყო დედამიწის მფლობელი - ის გახდა მისი უკანასკნელი მოგონება, რომელსაც მიწა სიცოცხლედ იმეორებდა. და სამყარომ, რომელიც ყოველთვის წინ მიდიოდა, პირველად უკან მოიხედა - იქ, სადაც ადამიანი დასრულდა, სიცოცხლე პირველად დაიწყო. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2023 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი