დიდი სიმშვიდე
მინდა სიკვდილი საბანს მიშლიდეს, მკვდარი ფიქრია შიშის ჩითილი. ფანჯრიდან ჩემი დიდი სიმშვიდე გადაფრინდება ხეზე ჩიტივით. უთუოდ დავხევ სიზმრის ლაინერს დავკარგე ყველა უცხო სურნელი. ღმერთისგან უნდა შევქმნათ რაიმე; ჯერ უშობელი და უზრუნველი. ეძებს ტკივილი ახალ მოსავალს, სიკვდილს მავალებს დრო, რომ ვიჟამო. სხეულმა სული სისხლით მოსვარა ვით დახეული გიჟის პიჟამო. ვერ დავეხსნები ნერვებს - " ჰაკერებს " ტკივილს გადმოვღვრი ბავშვი პინაზე. რადგან ღიმილი ამომაკერეს მე მეღიმება ახლა ფინალზეც. არ მინდა სულის სხეულში გასვრა, მიწაზე ბალახს ვძოვდე ხბოსავით. ყელში მაქვს რითმის უაზრო პარსვა და მინდა სხვა ცა გაუყნოსავი. ზეცა სახიდან მიწას იწმინდავს მე მოვრჩი ქვემოთ ძვრა და კვლევები და მინდა ახლა გასვლა მიწიდან ამ სხეულიდან განცალკევებით. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი