სიკვდილის დღიური


დღეს სიკვდილმა
ჩემს კარზე დააკაკუნა.

არ გავუღე.

ფანჯრიდან შემომხედა
და მითხრა:

- ხვალ მოვალ.

მე გავუღიმე:

- მეც.

იმ ღამეს პირველად
მივხვდი -

სიცოცხლე ზოგჯერ
სიკვდილთან ბრძოლა კი არაა,

არამედ
მისთვის კარის არგაღება.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი