აქ ვიყავი — და ისიც აქ იყო
ღმერთს ჩემი ლექსი ისევ არ მოსწონს — ღამე კვლავ შავად იწერს შენიშვნებს. ღამეს სურს, ბევრჯერ გადამამოწმოს, სანამ სიღრმეში ჩუმად შემიშვებს. სიკვდილი კარგი რედაქტორია, მტბორავს უწყვეტი, მტბორავს წყვეტილი. და ვხვდები — ლექსი კი არ მტოვებდა, ვხდებოდი მისი ბოლო წერტილი. და თუ ღმერთი კვლავ სადმე გადაშლის პოეტის სისხლით დაწერილ სტრიქონს, მე მის ცარიელ ადგილას დავწერ: აქ ვიყავი — და ისიც აქ იყო! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
2026 წელს შეიქმნა ეს შედევრი.ძალიან ბევრს წერს ეს ავტორი და ღმერთიც ვეღარ ასწრებს ამდენის წაკითხვას. ეს ის შემთხვევაა როცა ზენა ძალას ვუგებ.რადგან ამდენ მლოცველს და ამ ავტორის სტრიქონებს უნდა ჩასწვდეს!
იმედია აპოკალიფსი არ გვემუქრება.