პარალიზებული შეგრძნებები


შვებად ეახელი, სად არ ბრაზო,
მიშო პოეზიას შლიდა ობლად.
ჰგავდა ჩაბნელებულ სადარბაზოს —
მისი ფსიქიური აშლილობა.

და ასე, არაქმედუნარიან
არსებამ დაჰგმო ან მიიზიდა;
ის იყო, აქ არის, თუ არიან —
ცას და ჯოჯოხეთს სიგიჟიდან...

ითავსებს, მიჰყვება კოორდინატს...
მატრიცის, იპოვნის, დაიჭერს და
რა იცის მწუხარე მოლოდინმა,
საკუთარ ნიშში რომ გაიჭედა.

ვიცი, ვერ გაიგებთ, რა კაცია —
მიშო ყრმობას მისდევს ზმანებიანს
და მის გრძნობას, როგორც აკაციას,
ფესვიც კი არ დაზიანებია.

ცაზე გამოკიდეთ პლანეტები,
ერთხელ დააფასოთ, იქნებ, ოდაც.
წასვლა სულ შეეძლო გამეტებით,
მაგრამ უაზრობა იქნებოდა...

მისდევდა ლამაზ აგრაფინებს,
საკუთარ ტვინიდან გაასახლეს.
ლექსებმა მიშო გააფრინეს;
მას მერე გონება ატალახდა!

საკუთარ თავში დაეჭვებულს,
მკვდრები გადაექცნენ კუბოებად.
მიშო ანარქიით იჭრებოდა,
როგორც შიმშილი და მყუდროება.

მიშომ სიკვდილი დაპატიჟა,
რადგან ვერ იტანდა ნათბობ ლოგინს.
როგორ ფაციფუცობს დამპალ ტვინში
ნერვი — უჩვეულოდ პათოლოგი!

მთელი დედამიწა ნიღაბს ირგებს,
ჰქმიან ანარქიას ორაზროვანს.
ფიქრებს ვერ აუდის დარდის ჭიგო,
მიშომ კუბო მიწას მოაზომა!

შვებად ეახელი, სად არ ბრაზო,
მიშო პოეზიას შლიდა ობლად.
ჰგავდა ჩაბნელებულ სადარბაზოს —
მისი ფსიქიური აშლილობა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2021 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი