ნუ დამიჯერებ, შე ლექსო!
ნუ დაიჯერებ ჩემს პოეტურ დიდებას - საერთოდ, პოეზიის იდეაც კი საეჭვოა! მე ლექსს არ ვწერ - ლექსი მეწევა, როგორც პოლიცია ჩემს დაუმთავრებელ ღამეს. ტაში არ დამიკრათ. ტაში ყველაზე იაფი ტყუილია. თუ რამე გითხარით - გადაამოწმეთ. თუ რამე მოგეწონათ - ეჭვი შეიტანეთ. მე პოეტი კი არა, უბრალოდ კაცი ვარ, რომელსაც სიტყვები ჯიბეში ეჩხუბებიან და ქუჩაში ხმამაღლა ყვირიან: ჩვენც არ ვიცით, რატომ ვარსებობთ! ამიტომ ნუ დამადგამთ ოქროს გვირგვინს თავზე - მოაშორეთ ეგ სისულელე. დამტოვეთ ცოცხალი, უხეში, დაუმთავრებელი. თუ ლექსი რამეს ნიშნავს, მაშინ ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ არ უნდა ნიშნავდეს არაფერს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი