რა დროს ლექსია?
როცა მეფსია. სამყარო მაინც არ ჩერდება. ღმერთი - Seen-ზეა. მე კი შარდის ბუშტით ვზომავ მარადისობას. რა დიდი ფილოსოფიაა - ჯერ უნდა მოითმინო, მერე - აღარ. და უცებ ხვდები: ადამიანი მთელი ცხოვრება ერთსა და იმავეს აკეთებს - იჭერს იმას, რაც უნდა გაუშვას, და უშვებს იმას, რაც უნდა შეინარჩუნოს. მე კი უბრალოდ საკუთარ თავამდე ვბრუნდები. იქნებ ესეცაა ღმერთის პასუხი ცხოვრებაზე: ბოლომდე ვერ მოითმენ. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2020 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი