ცის შიგნიდან ჯოჯოხეთი
და ღმერთი გასკდა ბამბიქტონივით, და სამყაროს ჭამს ბუზთა ბატონი! ღმერთის ნამსხვრევი გახდა ლტოლვილი — და ნულმა შექმნა იმპერატორი! მთვარეს კბენს ღამით ნახევარკაცი, სამყაროს ბოლო ხაზს ავლებს ცარცი. რაღაც ძალიან ცუდი მოხდება, და ცა შიგნიდან გაჯოჯოხდება! დრო საკუთარ ღმერთს გახდის ნულოვანს — რადგანაც ნული უსასრულოა! როცა მანდარინს ზეცა მთავაზობს, მზის ჭრილობა მსურს გავალამაზო! რადგანაც ზევით, გზები არ არის, არყოფნაშია ყოფნა მთავარი! ემორჩილება ნულიც ავტორებს — სადაც არაფერს ღმერთიც დატოვებს! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი