დრო გასუქდა — დასასრული
ქარი ქარად, კანტი-კუნტად, დრო იშლება დაქსაქსული. გადამაქცევს ცხიმი — კუნთად, დრო გასუქდა — დასასრული! მზე ჩავიდა კოვზით — ჭამად, წვიმა ჩადის ქვემოთ — ქუდად, წვეთი გახდა პრეზიდენტი — ცა და მიწა აიბურდა. მე ღმერთს ვთხოვე ერთი ფეხი, მომცა ოთხი — სამი სესხად. ის მეოთხე მიდის ტყეში და ბრუნდება — პრეზიდენტად. დრო მიდის და თანაც ბრუნავს, კიბეს ზემოთ-ქვევით მიაქვს. ბუნა — ბუნა — ვტოვებ — ბუნაგს — ჩემმა ფეხმა შემითრია! აბსურდი ზის სკამზე ჩუმად — და მიყურებს: „რა ხარ, ბიჯო?!“ დრო გასუქდა — დასასრული. მე ვდგები — რომ დავაბიჯო! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი