მინიმები
სარკეს შევხედე. ვერ მიცნო. მეც არ დავეხმარე. --- მე არ შევიცვალე. უბრალოდ თქვენი თვალები დაძველდა. --- შენ წახვედი. მე დავრჩი. სასაცილოა — ორივეს თავისი ეგონა სწორი გადაწყვეტილება. --- მიყვარდი. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა არ ყოფილა. ჩემი ყველაზე დიდი სიმართლე იყო. --- არ გელოდები. კარი ღიაა. მაგრამ ეს უკვე შენი საქმე აღარ არის. --- ჩემი ჩრდილი ყოველთვის ჩემთანაა. ერთხელაც არ უკითხავს, ვიმსახურებ თუ არა მის ერთგულებას. --- ქალაქს ღამე ყველაფერი ეპატიება. ადამიანს — არაფერი. ამიტომაც ქალაქი უფრო ცოცხალია. --- სიმართლე ვთქვი. ოთახი დაცარიელდა. მივხვდი: ზოგიერთ ოთახში სიმართლისთვის ფანჯრები არ არსებობს. --- ხვალ მოვა. მე კი დღესვე არ ვაპირებ მისთვის ადგილის დათმობას. --- არაფერი დამრჩა. სწორედ ამიტომ ახლა უკვე ყველაფერი შემიძლია. --- მე არ მოვედი ამ სამყაროში მოსაწონად. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი კვალი მის უხერხულ ადგილას დამეტოვებინა. მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი