გოიმმა ადამიანმა სექსიც არ იცის
გოიმმა ადამიანმა სექსიც არ იცის - იცის მხოლოდ კარი, რომელსაც აკაკუნებს და მერე საკუთარ თავზე ბრაზდება. მე კი ვუთხარი: - ძმაო, სიყვარულს ინსტრუქცია არ მოჰყვება. მან მიპასუხა: PDF სად არის? და აქ დაიწყო დიდი ცივილიზაცია. საწოლი - ტრამვაი. ბალიში - მინისტრი. ღამე - კიტრი. შენ - ??? მე - ტარაკანა ღმერთის პიჯაკში. DADA! მე ვკოცნი ჰაერს და ჰაერი მიჩივის სასამართლოში. გოიმი დგას სარკესთან და სარკე ეუბნება: - ცოტა თავისუფლად, ბიჭო. ის კი პასუხობს: - თავისუფლება რამდენი ღირს? ღმერთმა დახედა დედამიწას და თქვა: ესენი ჯერ კიდევ სერიოზულად ცხოვრობენ? მე კი ვიცინი. არა იმიტომ, რომ ვიცი. არამედ იმიტომ, რომ არ ვიცი და ესაა ჩემი უმაღლესი განათლება. სიყვარული - ორი არასწორი მისამართი ერთ კარზე. სექსი - ფარდები დახურე, მაგრამ ფანჯარას ნუ დაუჯერებ. გოიმმა ადამიანმა სხეულიც კი სამუშაო განრიგით იცის. მე? მე დღეს შუადღის სამ საათზე საკუთარ ჩრდილს შევხვდი და ვუთხარი: - ძმაო, მოდი საერთოდ სხვა რამე გავაკეთოთ. ჩრდილმა გაიხადა ქუდი. DADA. ქალაქმა დაკარგა ლოგიკა. ლოგიკამ დაკარგა ქალაქი. მე დავკარგე სიტყვა. და სწორედ მაშინ დავწერე ლექსი. გოიმმა ადამიანმა სექსიც არ იცის. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა - არც მე ვიცი, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ სიცოცხლემ შენზე არ გაიცინოს. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი