ღრღნადი


ზარები რეკენ! ზარები რეკენ!
თვითჩაღრმავება მონახეს ხმაში.
უწერტილობით წერტილი კენკეს —
არ არსებობენ — გუშინ და ხვალში!

სიჩუმე სულში ღმერთს კვლავაც ფარავს,
ჩემსავე თავში ფარულად ვჩივი!
ხშირად ღმერთს ვღრღნი და, როგორც ფარვანა,
სავსე ვარ ჩემში დამარხულ ჩრჩილით!

და ბნელში ფრთები ღმერთამდე მიმყავს,
და ფრთების ჩრდილი ზეცაში ადის.
იქ ჩემი სული თავის თავს ირყვნის,
რომ ღმერთად იქცეს ვარსკვლავის შარდი!

მარადიულად — რაც მოკვდა — არ ჩანს,
არადა, უნდა ლამაზი ჩანდეს.
ჩემს გულში მხოლოდ ნათება დარჩა —
ღმერთი მოკვდა და მე დავიბადე!

ეს არის ფაქტი! ეს არის ფაქტი!
თეოლოგია კენკავს შინაგანს.
ვიგემე ღმერთში თვითგვემის აქტი —
და რწმენის გვამი — ჩრდილო — წინა გაქვს!

ეს ჩემი სიტყვა კარტოფილს არ თლის,
არამედ მკითხველს დაუშენს ბრმა ქვას.
პროვოკაციად ნაწილი ჩათვლის —
დანარჩენებმა კი, თვითონ არქვან

ს ი ვ რ ც ე შ ი
გ ა შ ლ ი ლ
უ წ ე რ ტ ი ლ ო ბ ა ს

უ ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს
ყ ვ ე ლ ა
ს ა ხ ე ლ ი

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი