ჭრილობა


პოეტის ჭრილობა — გატიალებს,
ნაღდი პოეტი — ლექსიდან გიყეფს;
პოეტი არ ვიცი — ხათრიანი,
პოეტი უნდა თავხედი იყვეს!

პოეტი მოჰგავს მოუხერხებელს,
ვით ღმერთის ხელში ლურსმანს ჩაჭედილს;
შენ უნდა გტკენდეს მისი სტრიქონი
და ტყვიას მკერდში თითით აჭერდე!

თუ დაეცემა — ლექსო — ნუ აწევ,
მისი ჭრილობა ბევრჯერ დატორეს;
ნაღდი პოეტი ქაღალდზე არ წერს —
ადამიანს ხევს შიგნით და ტოვებს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი