მიკრობის ეგო


არა ვარ მე — ჭახნაკია,
და არც გიორგი მინჯია.
ჩემი პოეზია წახნაგია,
ბამბაში შეწოვილი ბრინჯია!

არა ვარ გიჟი — მელანო,
აღვსილი ბოღმით, სიავით.
ბარათაშვილის მერანო,
გათელე — ფუძის ნიავი!

აბა, ნახშირი! ნახშირი!
პოეტი — პოეტაშვილი!
შრომამ პოეტი გახშირა,
ასე მგონია, სახლში ვარ!

მიწას საფუარს დავაყრი,
დრო არის, ჭამოს შაქარი.
გამოყოფს ბუშტუკს არაყი —
პური არსობის აქ არი!

არა ვარ მე — ჭახნაკია,
და არც გიორგი მინჯია.
ჩემი პოეზია წახნაგია,
ბამბაში შეწოვილი ბრინჯია!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი