კერა


სიკვდილო — იყავი ურჩი,
ჯოჯოხეთმა ცა ამოიცოხნოს.
სიკვდილო — სიკვდილს გთხოვ; გადაურჩი —
უნდა იცოცხლო!

სიკვდილო — თვალები დახუჭე,
რომ სიცოცხლეს თვალები მოკრა.
შენს ძარღვებში დარჩა წუთი,
რასაც ვერ მოკლავ!

უჩრდილოდ.
უხმოდ.
მზე საკუთარ თავს კერავს.

მე კი ჯერ კიდევ აქა ვარ —
სადაც სიკვდილი იბადება,
სიცოცხლის კერა!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2024 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი