ნერვების არქიტექტურა


ვიღაცამ შუქი აანთო.

მე კი
ჯერ კიდევ
გამორთული ვიყავი.

კედლებიდან
რაღაც გადმოვიდა.

ჯერ ფეხისგულებში შემოვარდა.

წვივები მომეკუმშა.

მუხლები თავისით ამიხტა.

მუცელში რომ ავიდა,
დიაფრაგმა შეკუმშა
და სუნთქვა შუაზე გამიწყდა.

კბილები ერთმანეთს დაეჯახა.

ენა გამეჭრა.

ხერხემალში ავიდა.

თითქოს შიგნიდან
ვიღაცამ ჩამრთველი გადასწია.

ზურგი რკალივით მომეღუნა.

თითები გაიშალა
და მუშტად შეიკრა.

ვერ გავხსენი.

კანი მკლავებზე აიბურძგნა.

ყურებში წვრილი ზუზუნი გაჩნდა.

გულმა ერთხელ დაარტყა.

მეორედ - დაარტყა.

გულმა უპასუხა.

იატაკიდან ამომგლიჯა.

ერთი წამით
ჰაერში ჩამოვიკიდე.

შემდეგ დავეცი.

ჭიქა მაგიდაზე გასკდა.

შუშის ნატეხები
კედელს შეერჭო.

ოთახი დადუმდა.

ჩემი თითები ცახცახებდა.

ერთმა თითმა
მაგიდას დააკაკუნა.

ერთხელ.

მეორემ - ორჯერ.

მესამე -

კისერში შემომეჭრა.

ყბა გამეჭიმა.

თვალები თავისით გამეხილა.

გულმა გაჩერება სცადა.

სხეულმა - არა.

მარცხენა ხელი
მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა.

ფრჩხილები ხეში შევიდა.

შემდეგ რაღაცამ
მკერდი გადაკვეთა.

გულიდან თითებამდე
ერთი ნათელი ხაზი გაიარა.

მაგიდამ დაიგრგვინა.

ნათურა აციმციმდა.

მე კი
პირველად
შევძარი თითები.

შუქი
სინამდვილეში
გარედან არასდროს მოსულა.

მე ვარ
ჩემი საკუთარი დენი.

და მთელი ოთახი
ერთ წამში
ჩემში ჩაირთო.


ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი