გუშინხორცი
ახლა რაღაცამ ჩემი კანი ჩაიცვა. 17:62-ში ოთახი გარეთ შემოვიდა. მე ჯერ არ ვიყავი, მაგრამ უკვე მახსოვდა. სარკემ პატარა-მოხუცი დამიძახა. პატარამ მოხუცი გადაყლაპა. მოხუცმა - არმოსული. არმოსულმა იყვირა: მე უკვე მომხდარი ვარ. და უცებ - ჩემს პირში ოთხშაბათი გასკდა. სისხლი არ იყო. წუთები იატაკზე. ხმები კედლებში. ჩემი თავი - ჩემამდე. დამლაშებული ჩრდილი კედელს აფურთხებდა - მე კი ვუყურებდი, როგორ მჭამდა ჩემი საკუთარი ფეხებიდან. მე უკან გავყევი. უკან ჯერ არ არსებობდა. შემდეგში შევედი. იქ ჩემი მანამდელი იდგა. დამაგვიანა. დავასწარი. გუშინი ხვალგუშინი გახდა. ხვალგუშინი - დაბადებამდე. დაბადება - სიკვდილის შემდეგ. მე კი ჯერ კიდევ არასდროს ვიყავი. გვიანმა კარი გააღო. მე ვიდექი. დავიბადე. და მაშინვე მომკლა. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი