ხორციანი მზის ჩრდილი


მზე ამოვიდა ჩემი სხეულიდან.

არ გათენებულა.

ჩრდილი კი - ხორციანი -
იატაკზე დამეცა
და ჯერ კიდევ თბილ სისხლს სვამდა.

მე მას ვუყურებდი.

ის უკვე მახსოვდა
იმ დღიდან, რომელიც ჯერ არ მომხდარა.

- არ დაწერო.

დავწერე.

- არ გაიხსენო.

გამახსენდა.

- არ დამიჯერო.

დავიჯერე.

მაშინ ტექსტს კბილები ამოეზარდა.

წინადადებამ კარი გააღო.

მე შიგნით შევედი.

კარი გარედან დავკეტე.

ჩემი ბავშვობა წინ დაგვეწია.

მზემ თვალები დახუჭა.

შიგნით ღამე აღმოჩნდა.

ღამეში - ჩემი სახელი.

სახელს ხელი მოვკიდე.

სახელმა ხელი მომჭრა.

სისხლი არ იყო.

იყო მისი სიცხე.

ბოლო უკვე დამწვარია.

და რაც დარჩა -

ჩრდილი აღარ არის.

ჩრდილი ჭამს მზეს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი