ჩუმად


ფრჩხილზე
კარი ამოვიკაწრე.

შიგნით ჩემი ბავშვობა
იდგა.

მითხრა:

ჩუმად.
დედა არ გააღვიძო.

დედა
ოთახში არ იყო.
ოთახიც არ იყო.

ბავშვობა ადგა,
ჩემს თითს შეხედა
და ჯიბეში ჩაიდო.

ეს შენი აღარ არის.

და ჩუმად მომაჭრა თითი.

ახლაც
იმ თითით
ვწერ.

არ მახსოვს —
ვინ მტკივა.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი