ადამიანის კოდი


მე ვერ ვპოულობ გამორთვის ღილაკს,
ვარ მარად ჩუმი და ეკრანმარტო.
ვიღიმი — მაგრამ ჩემსავე ღიმილს
ვატყობ, რომ ახლა — ვერაფერს ვატყობ.

ჩატეულია ჩემში დროაღმა,
რაღაც — ეკრანზე დარჩება ცდომით,
რაც ვერ გითხარით, ვუთხარი ქაღალდს —
მოუხელთებლად — ხელმისაწვდომი.

ვსწავლობთ სიცილით გაგზავნას სიცილს,
გულის გარეშე — გულს ვგზავნით ჯერაც.
და ყველა კოდი ჩვენ კარგად ვიცით —
ერთმანეთი კი — ჯერ კიდევ ვერა.

მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი