ღმერთი ქირას იხდის
ჩრდილი გაყიდა მეტრომ ქარვაში, ღმერთი კიბეზე იწყებს კარდიოს. ღამე — ქალაქის თავის ქალაში — არის ჩართული შავი რადიო. და მანქანების ვრცელი პარკინგი სასაფლაოს ჰგავს, თითქოს დროებითს. მეტრო რელსებზე მოჰგავს პარკინსონს — მეტრომ დაღეჭა ეს ცრუ დროები! აქ ღმერთი ქირას იხდის მდგმურივით, ღამე სიჩუმეს უკრავს პატეფონს. სიგნალმა მოკლა ხსოვნის დუმილი — და ხსოვნა უნდა — დავაპატენტო! ნაგავში ღმერთი მეტად დაფასდა, სიბნელეს შუბლზე ეწერა თეთრი. ეშმაკი ცარცით დადგა დაფასთან, და ხელს იწევდა მერხიდან ღმერთი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი