ჩრდილის ანეონება


ტანი ვერ გრძნობს ტანობას,
ჩრდილს კლავს სიღრმე ჰარპუნით.
შექმნა გაუტანლობამ —
ცრემლი ამოხაპული.

სიკვდილის რძე — მწარე მკის.
სისხლი კიდე — ღრეობა.
ცრემლშეჭმულს და წალეკილს
ჩრდილავს უკიდეობა!

რადგან გიჟად ვითვლები,
ხორცში ვჩრდილობ სულმკვდარი.
ჩრდილნატანი ფითრები —
სულმა აასუდარა!

ანემონი თვალიდან
ჩქარსიღრმეში ღონდება.
ამოხაპულ მთვარიდან,
ჩრდილი ანეონდება!

გალაკტიონგრანელობს,
მზის ხორცჩრდილი — კანკალით.
მე სისხლყელა სიჩუმე
ბატკანივით დავკალი!

მზემომკილი მოვწიწკნი,
ყელჩაცლილი სისხლივით —
მოწიწება — დროს შიგნავს —
მოხუფული მზის სხივი!

გიგანტურ მზის ნაწილებს
მე თითებით ვიპარავ.
უწერტილო წერტილი
მზეში გამოიპარა!

ტანი ვერ გრძნობს ტანობას,
მზეეზოვე გაქარდეს.
შექმნა გაუტანლობამ —
რაც არ იყო აქამდე.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი