ყაიმი


სიკვდილმა თეთრი ითამაშა შავი ზამთარით —
ხან გაქვავდა და ხან გაიჭადრა.
ღმერთი სამყაროს შექმნას ამთავრებს
და თავად ეშმაკს სთავაზობს ჭადრაკს.

ეშმაკი დუმს და თვალთა უჯრები
სწავლობენ თეთრ ფერს, სიწმინდის პარიკს.
ღმერთს დარჩა ჩრდილის მკვდარი უჯრედი
და აადგილებს შეწირულ პაიკს!

ეშმაკი, როცა კლავს თეთრ ლაზიერს,
ცა ერთ წამს დგება მუხლებზე, თითქოს.
დაცემაც თურმე — რა ლამაზია!
ღმერთი პირველად ამაზე ფიქრობს...

და იმ წამს ჩნდება ადამიანიც —
ჯერ პატარა და ცოდვის გარეშე.

ღმერთს ხელისგულზე კაცი ეტევა
და კაცს უკვე აქვს ზრდასრული ჩრდილი.

ჩრდილი კი
ღმერთზე ადრე იზრდება.

გარეთ თოვს.

შიგნით
არარსი ტირის.

მაშინ ბედი წერს... ჭადრაკზე
სწრაფად:
„პირველი სვლა აქ — შეცდომას პირყოფს.“

და ღმერთი დიდხანს უყურებს დაფას.

— ყაიმი იყოს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი