გრამატიკულად მოგკლავ
თვალი არ ხუჭო! ყური არ აღო! სამყაროს გიჭრი მრავალ რიკულად. თუ ტუღუში გკლავს უიარაღოდ, ცხოვრებას გიკლავ გრამატიკულად. თუ სარკეს გიმტვრევს ჰესე შიგნიდან, ლაბირინთს გიდგამს ბორხესი — თვალში; მე გამოვყვები ტყვიას წიგნიდან — რომ გაგიხვრიტო სამყარო თავში! თუ ვაჟა გესვრის მთელ კავკასიას, ერთ ფრთას იმეტებს — ბოდლერი ხოლო; ფრთამოტეხილი — ლექსი — კაცია, და მკითხველია — ჭრილობა — მხოლოდ! აყირავება ღმერთშიც შეიძრა, მკითხველი ცამაც ვეღარ დაინდო. ღმერთმა ჯიბეში ჩადო მთელი ცა და ჯოჯოხეთმა ქუსლზე დაიდო! " ცეცხლებმა დანტე კალთაში კოცნეს, " მთვარეს გაგისვრის სისხლივით ლორკა. მიქაელი ვარ, თუ კალამს მომცემ — რაც ვერ მოკალი, იმასაც მოვკლავ! ნიცშე თუ გიმტვრევს ყოველდღე რწმენას, მალარმე ჩუმად გღუპავს ჭრილობით; მე ვერ დაგიტევ წერტილად წყენას და მაინც მოგკლავ უწერტილობით! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი