ეშმაკის თავისუფლება!
შენ ყველა მკითხველს უტევ და ახრჩობ, შენ ყველა მკითხველს სიტყვებით აბამ. უსასრულობას მე ვპარავ სარჩოს და ღმერთს ვხდი საბანს! მერე ვარსკვლავსაც გავუჭრი ჯიბეს, ცის თავში კბილით გავჭერი ღრიჭო. და ღმერთს კისერზე დავადგი კიბე — დაცემის რიგში დადექი, ბიჭო! მიუჯახუნა ცამ კოსმოსს კარი, მიქაელი ვარ — ჯოჯო ხეთების; ჯოჯოხეთს თავზე ვადგავარ მკვდარი, ცას მივაჭედე — ჯოჯოხეთები! და როცა ღმერთი მკითხავს: ვინა ხარ? კბილში ჩავუდებ თავის განთიადს. მკვდარ მზეში შენი წყლული გინახავს? მზის ხორცში ჩრდილი — როცა ანთია! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი