ლოცვას ადამიანის სუნი აქვს
შენ გინდა ჭრილში სისხლი ადიდდეს, სხეულს აჯანყებ — ღმერთში ნებას შლი, და შენ მიქაელს ჩუმად ადიდებ — შენს ყოველდღიურ განდიდებაში. გინდოდა ჩემში მზე განგეჭვრიტა — ჩემს დაბადებად გექცა ტრაური. მე პოეზიას ვასხამ ზეცის ჭვარტლს, დამწვარი დამაქვს ვით სასწაული! ღმერთს ვეუბნები: — ჩუმად იყავი, თუ ისევ ძველი ხორხივით მოხვალ. ლექსის ჭრილობა მკერდში მიყვავის — სიკვდილის წინა — პოეტის ოხვრა! მე ჩემი ლოცვა კბილებით ვწერე და დარჩა გემო ცას პირში რკინის. რაც შემილია, ეს არის — მერე — რომ ღმერთს ვესროლო პოეტის ტვინი! ადამიანის სუნი აქვს ლოცვას — ვინახავ ბინძურ დღეში შენს სახელს, და პოეტი ჩრდილს ასკდება, როცა ლოცვას ვუყვები ღმერთის შესახებ! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი