არარსში ჩემი სახელი ცუდად იქცევა


ერთმა პოეტმა მითხრა

— თავი უნდა დაიმკვიდრო
ხალხმა უნდა გაგიცნოს

მე გამეცინა

რა ხალხი ძმაო

მე ფურცელს ვყავარ ნანახი
ბგერას ვახსოვარ
არარსს ჩემი სახელი აქვს ჩაკაწრული
ჩემი ჩრდილი უკან მომყვება
თითქოს რაღაც იცის

მე არ მოვსულვარ
რომ ვინმემ მიცნოს

მე მოვედი
რომ რამე დარჩეს

და თუ ვერავინ წამიკითხავს
წაიკითხავს ღამე

თუ ღამემაც ვერ გაიგო
მოისმენს კოსმოსი

მე წერტილებით არ ვცხოვრობ

წერტილი
სიკვდილის პატარა ღობეა

მე

მე უწერტილობა ვარ

წამიკითხე
თუ გაბედავ

ავტორი მიხეილ ჭიჭინაძე მიქაელი
2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი