ბრჭყვიალა ყდა
პაპსა მკითხველმა, გამკიცხეთ — მოდი, პოეტს ვერ ვარქმევ, რადგან მარგიანს, მე არ მოვითხოვ ამისთვის ბოდიშს — ეს არის ჩემი ლექსის მაგია! ჩემი თავისთვის არ მსურს პიარი, ვერ ვიტყვი სუსტზე, ის რომ კარგია. მისი ნაწერი მხოლოდ პრიალებს — წიგნი კი არა, იარაღია! მე ჩემი სიტყვა ქუჩიდან მომყავს — ფრაკს არ ჩავაცვამ, შიშველი მახრჩობს. მე ჩემი ჩრდილიც სისხლივით მომყვა, არ მინდა ტაში, არც ოქროს ჩარჩო! გულში თუ სიტყვა ვერაფერს გარტყამს, რა ჯანდაბად მსურს მე ლექსის რითმა? სიმართლემ რითმის თავში იბარტყა — და პოეტს ყელი გამოჭრა თითმა! ვინც სტრიქონს ახლა პურს ვერ გაატანს — ლექსი კი არა, მენიუ დააქვს. ლექსის გვამზეა მედალიონი — გარედან მხოლოდ ბრჭყვიალა ყდაა! ჩემი სიტყვები ყელში მკაცრია, სიტყვად შეფუთულ სიყალბეს ვგუდავ, აქ ზოგს ლამაზად სიტყვა აცვია, შიგნით კი მხოლოდ საკიდი უდგას. შიგნით პოეტი საერთოდ არ დევს, ბრჭყვიალად ფარავს მიზეზს მიზეზი. გარეთ ბრწყინავდეს, შიგნით კი ყარდეს — აი, ესაა წიგნის ბიზნესი. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი