ეს ტიპი მაინც ვერ გააჩერეს


ჩემს საფლავს ჯერ არ ვთხრი.
მიწას ჩემზე უკეთესი მეზობელი ჰყავს.
მაგრამ თუ ოდესმე
ჩემს საფლავს იპოვით,
ნუ იტირებთ.
გთხოვთ.
სკამი დადგით.
სიგარეტი მოწიეთ.
ცოტა ხანს გაჩუმდით.
და მიწას უთხარით:
— ეს კაცი მაინც არ გაჩერდა.

თუ მიწამ იკითხა: — ვინ იყო?

უთხარით: — ერთი ნაბიჭვარი, სიკვდილსაც რომ არ აძლევდა მოსვენებას.

თუ მომენატრებით — არ იტიროთ.

დაჯექით ჩემს საფლავზე, მოწიეთ, დალიეთ, და მიწას უთხარით:

— ეს ტიპი მაინც ვერ გავაჩერეთ.

თუ მიწამ გაიცინა — მე ვარ.

თუ არ გაიცინა — ალბათ ისევ გავეპარე.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი