ცხოვრება ხარ შე დედამოტყნულო


ჩემი ცხოვრება
ძალიან სერიოზულად იქცევა.
ხანდახან მინდა მივიდე,
ყური ავუწიო
და ვუთხრა:

— შე დედამოტყნულო,
ცხოვრება ხარ
და არა სახელმწიფო სხდომა.

იცხოვრე ცოტა.
გაიქეცი წითელზე.
დალიე წყალი პირდაპირ ონკანიდან.
შეგიყვარდეს ვინმე
ისე, რომ მერე
საკუთარი თავის შეგრცხვეს.
იცინე დაკრძალვაზე.
იტირე დაბადების დღეზე.
და ერთხელ მაინც
არ მოიქცე ისე,
თითქოს ვიღაც გიყურებს.
არავინ გიყურებს.
ყველანი თავიანთ სიკვდილში არიან დაკავებულები.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი