ცუდი აღზრდა


სიყვარულს კარი დავუკეტე.
მაგრამ ეს ნაბიჭვარი
ფანჯრიდან შემომიძვრა.
ვიფიქრე, სიყვარული იყო.
არა.
უბრალოდ ცუდი აღზრდა აღმოჩნდა.
დაჯდა ჩემს საწოლზე,
ჩემი სიჩუმე ჩაიცვა
და ისეთი სახით შემომხედა,
თითქოს მთელი ცხოვრება
მე ვყოფილიყავი დამნაშავე.

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი