ძირნაკენკში ღმერთი მოკვდა
ჩემს მწუხარებას დაეცა ფიფქი — თოვლის ჭრილობა — ფიფქი როდია. თევზებმა ძუა წაართვეს ქირქილს — და დაუბორკეს ფარფლი ბოდიალს! ვარ ცრემლშობილი და სისხლთეთრება, აქ პატარა მზე ნეკნში მგოსნობდა. სიჩუმე მისმენს და იხეთქება — მზე ამოიფრქვა საშვილოსნოდან! ვარ ღმერთის შუბლზე მე ცისნაკბენი, ჩრდილო — ნაკბენით გამოირჩევ კანს. სინათლე მოკვდა და ძირნაკენკში — ათასი ყვავი გამოიჩეკა! ჩაგუბებული სისხლივით მღერის... მზე — ყელში, ოქრომ ლურსმნად მაკურთხა. ქარს საყელოში ჩაავლო ხელი — მზემ — ყველა კბილი გადმოაფურთხა! დაჟანგებულა დილა იმ დღესაც და ღმერთის გვამში ჩრდილი მომყრალა. მზემ ყველა ჯიბე ამოიქექა და მერე ისევ ცა გადმოყარა! მზემ ღმერთის სკამი კვლავ მოიპარა, მშვიდობას ჩუმად უთხრა: ომს ვარ და ბოლოს მან ფეხი ზეცას წამოსდო — წამოსდო ზეცას და გადმოვარდა! ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი) 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი